ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არ შემცირებულა იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არ შემცირებულა იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებაა შესაძლებელი.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეებს ტესტირებაზე დაბრკოლება არ ექმნებათ და დღიურად საშუალოდ 21 ათასამდე ტესტი ტარდება.

„დღიურად საშუალოდ 20-21 ათასი ტესტი ტარდება. "ომიკრონის" პიკზე გვქონდა დღეები, როდესაც ვატარებდით 60 ათასს და მეტს. იყო პერიოდი, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან უზარმაზარი რიგები იყო, ახლა არ არის. არ მგონია ტესტირებაზე დაბრკოლება იყოს. ძირითადად ვატარებთ სწრაფ ტესტებს ",- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა