ანრი ოხანაშვილი - უნდა ჩამოყალიბდეთ ოპოზიცია აპირებთ გააგრძელოთ დესტრუქციული ნაბიჯებით სიარული, შეკრება რუსთაველზე და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, თუ შეიცვალეთ აზრი

უნდა ჩამოყალიბდეთ ოპოზიცია აპირებთ გააგრძელოთ სამწუხაროდ, დესტრუქციული ნაბიჯებით სიარული, გააგრძელოთ, შეკრება რუსთაველზე და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, თუ შეიცვალეთ აზრი და გსურთ, რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად?! - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ოპოზიცია აზრს შეიცვლის, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერ ფორმატში სამსჯელოდ და სასაუბროდ.

„იმ მიზანთან მიმართებაში, რომ გეოპოლიტიკური რთული ვითარების გათვალისწინებით და მსოფლიო წესრიგის ცვალებადობის ფონზე, ჩვენ უნდა გვქონდეს საერთო პოზიციები, სახელმწიფოებრივად მივუდგეთ და ქვეყნის ინტერესებზე ვიზრუნოთ, როგორ შეიძლება ვინმეს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდეს?! არ მგონია, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინოს ოდესმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ სამწუხაროდ, გვიწევს ხოლმე რეაგირება საკითხებზე, როდესაც ამ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ ვითარებაში ვხედავთ რუსთაველის გამზირზე აქციებს, სადაც შესაძლებელია იყვნენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად აფიქსირებენ საკუთარ აზრს, რაც ჩვენი დემოკრატიის მონაპოვარია და მისასალმებელია, თუმცა, იქვე აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, პოლიტიკური პაექრობისთვის იცლიან ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეთ ოპოზიცია აპირებთ გააგრძელოთ სამწუხაროდ, დესტრუქციული ნაბიჯებით სიარული, შეკრება რუსთაველზე და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, თუ შეიცვალეთ აზრი და გსურთ, რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად?! ამის საწინააღმდეგო იყო პოზიცია, როდესაც თქვენ პოლიტიკურად გაჯიუტებულად არ შემოდიოდით საქართველოს პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რის გამოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დასჭირდა რეზოლუციის მიღება და მოგიწოდათ, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის ძირის გამოთხრისთვის თავი დაგენებებინათ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი დონის ვიზიტებშიც მონაწილეობენ და უკრაინის მხარდამჭერ პოზიციასაც აფიქსირებენ.

„ბრიუსელში ვიზიტის პრობლემა არ არის, ჩვენი კოლეგები და თავდაცვის მინისტრი ძალიან მაღალი რანგის ღონისძიებაში მონაწილეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხომ ვერ გაიხსენებდით, ბოლოს რომელ დელეგაციებში მონაწილეობდით საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხი წყდებოდა და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პოზიციების დაფიქსირება იყო საჭირო? „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მხარს უჭერდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, ჩვენ ვხედავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ტელევიზიებში, მიტინგზე და ითხოვდით მთავრობის გადადგომას. ეს არის სურათი. აქედან გამომდინარე უნდა ჩამოვყალიბდეთ, გსურთ საქმიანი ფორმატი, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ, ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ გამოგვიცხადებია ბოიკოტი დელეგაციებისთვის, თქვენ დადიხართ რუსთაველზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, თუ შეიცვალეთ პოზიცია, მისასალმებელია. მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში სამსჯელოდ და სასაუბროდ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილმა ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეაგირება აქაც დააგვიანდა.

„რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, კოლეგებო, აქაც დაგაგვიანდათ. „ქართული ოცნების“ გუნდმა უზრუნველყო კონსტიტუციაში განემტკიცებინა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენი გუნდის დამსახურებით გაკეთდა დაჩქარებული წესით განაცხადიც ევროკავშირში წევრობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, გვიწევდა რეაგირება იმ ტალახის სროლაზე, როდესაც მოღალატეებად გვაცხადებდით ბევრი თქვენგანი, რაც მოღალატეობრივი ნაბიჯია, როდესაც კოლეგას ასეთ რამეს დასწამებ და ბრალს დასდებ. საზოგადოების დაკვეთაა მშვიდობის და ეროვნული ინტერესების დაცვა, თქვენ კი რამდენიმე დღის წინ ბრალს გვდებდით იმაში, რომ ამ პოზიციას როდესაც ვაფიქსირებდით, ამას სპეკულაციებს აყოლებდით. დღეს იმ პოზიციას უჭერთ მხარს, რასაც ჩვენ ბევრად ადრე ვაფიქსირებდით და გილოცავთ, თუ ეს პოზიცია შეიცვალეთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა