შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები, თქვენს სამშობლოში მშვიდობა დაგხვდათ და ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს

ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები, თქვენს სამშობლოში მშვიდობა დაგხვდათ და კარგია, ხაზს რომ უსვამთ, რომ ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს ბიუროს სხდომაზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოში მშვიდობა „ხელისუფლების მშვიდი და მტკიცე პოლიტიკის შედეგია“. მისივე თქმით, არსებულ მშვიდობას პრობლემას ქვეყანაში მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია უშლის.

„ბატონო გიორგი, თქვენ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ განსაკუთრებით გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და კარგია, რომ დაგხვდათ ამ ქვეყანაში მშვიდობა, მათ შორის ხელისუფლების მშვიდი და მტკიცე პოლიტიკის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები, დაგხვდათ თქვენს სამშობლოში მშვიდობა და კარგია, ხაზს რომ უსვამთ, რომ ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს. ამ მშვიდობას სწორედ ის უქმნის პრობლემას, რაც თქვენც ახსენებთ. არ გვაქვს აქ ცხელი ომი, მაგრამ თქვენც ახსენეთ, რომ გვაქვს ჰიბრიდული ომი სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება დეზინფორმაციის გავრცელებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებისთვის და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევისთვის. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაციული კამპანიისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა. ვნახეთ კამპანია, რომელშიც პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართულები, ოპოზიციიდან, „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან. პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. მაგალითად, როდესაც საუბარი იყო, რომ რუსულ სკოლებზე პარლამენტმა თითქოს რაღაც განიხილა. პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს. ასევე ვნახეთ, რომ თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილება შედის. დეზინფორმაციაა ესეც და ტყუილი. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს - ირაკლი კობახიძის მხრიდან იყო განცხადება, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და ამ საკითხში გავერკვევით. ეს იყო მთელი ციტატა. აქედან წამოვიდა ეს თემა და ხდება ამის შეფუთვა, რაც ნაწილია დეზინფორმაციის კამპანიის, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირების და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევის. ბოლოს ნეიტრალიტეტის საკითხი - კარგად ვიცით, ეს საიდან დაიწყო. 17 მარტს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ეს საკითხი და ამის შემდეგ ისე გაიშალა პოლიტიკოსების თუ ე.წ. სპიკერების მხრიდან, თითქოს ეს განხილვის საკითხია. ვხედავთ, რამხელა ემოციებზე გადის მათ შორის მედიებში ეს საკითხი. არადა ეს საკითხი საერთოდ არ დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მძიმე ვითარებაში ნომერ პირველი ამოცანა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება და იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა, რაც ევროინტეგრაციას სჭირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა