ნოემბრიდან დღემდე პარტიებმა ჯამში 3 მილიონზე მეტი შემოწირულობა მიიღეს, საიდანაც 2,5 მილიონ ლარამდე „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო პარტიების ნაწილმა, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე ჯამში, 3 291 994 ლარის შემოწირულობა მიიღო.

კერძოდ, ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული 2 480 000 ლარის ოდენობით, მათ შორის პარტიას 2 470 000 ლარი გასული წლის ბოლო 2 თვეში შესწირეს, წელს კი თანხა მხოლოდ ერთმა პირმა, თამაზ თამაზაშვილმა გადაურიცხა, 10 ათასი ლარის ოდენობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორისაა ასევე, შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობას, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე პარტიამ 313 144 ლარის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან: საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი, პარლამენტის დეპუტატები დავით ხაჯიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ლევან ბეჟაშვილი, რომლებმაც პარტიას 5000-5000 ლარი შესწირეს. ასევე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიისთვის 10 ათასი ლარი გაიღო და „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას 50 ათასი ლარი გადაურიცხა. რაც შეეხება პარლამენტის კიდევ ერთ დეპუტატს, ანა წითლიძეს, მან პარტიას 1300 ლარი შესწირა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე 260 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს. ასევე, ამავე პერიოდში, პარტიას შპს „მეგაკომმა“ 120 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე 213 750 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან: ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპელმა სოციალისტებმა“ 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე 25 100 ლარის შემოწირულობა მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი ნოემბრიდან დღემდე პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულობა არ მიუღია.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს