ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი რუსი სამხედროების ოჯახის წევრთა ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი უარყოფს სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ რეგიონიდან რუსი სამხედროების ოჯახების ევაკუაცია განხორციელდა.

„კომიტეტი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რუსეთის სასაზღვრო ძალების თანამშრომელთა ოჯახები რესპუბლიკაში არიან და განაგრძობენ სამსახურს ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში. რესპუბლიკა დატოვა მხოლოდ ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა უკრაინაში საომარ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად“,- ნათქვამია ცხინვალის დეფაქტო უწყების განცხადებაში.

მათვე მოუწოდეს დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და „არ წამოეგონ დესტრუქციული ძალების პროვოკაციებს, რომლებსაც გამიზნული აქვთ დე ფაქტო რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური ვითარების არევა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა