ანონსი 24 მარტი

24 მარტს, 10:00 საათზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მხარდაჭერით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართება.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“, რუსთაველის გამზირი 29

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 956 103

24 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 მარტს, 11:00 სააათზე, საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ხორბლის და ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარება, სტაბილიზაციის გეგმა და სუბსიდირების საჭიროება.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599 72 65 65

24 მარტს, 11:30 სააათზე, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ხორბლის და ფქვილის ბაზარზე არსებული ვითარება, რუსეთის ალტერნატიული ბაზარი.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

24 მარტს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ომი უკრაინაში“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება.

საკონტაქტო: სოფო შუბითიძე - 599 84 47 87; თორნიკე კუსიანი - 598505934

24 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

24 მარტს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 მარტს, 13:00 საათზე,პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

24 მარტს, 13:00 საათზე, პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საქართველოს ნეიტრალიტეტი

საკონტაქტო: ანი კიკნაძე 598 450 480

მის: ანატოლი სობჩაკის #3

24 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და დონორ ორგანიზაციის აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

მის: სასტუმრო „ბილტმორი“, რუსთაველის გამზირი 29

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

24 მარტს 13:30 საათზე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ორთაჭალა, გორგასლის 24ა

24 მარტს, 13:30 საათზე, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით სასტუმრო სტამბაში მულტისექტორულ პანელურ დისკუსიას გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მის: მერაბ კოსტავას ქ. 14

24 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმრთება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

24 მარტს, 15:00 საათზე სასტუმრო „სტამბაში“ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის პროტოკოლის ძალაში შესვლის ხელშემწყობი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე გახსნის.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო