გიგი უგულავა - მალე დადგება დრო, როდესაც გვექნება საშუალება, მივიდეთ გარდაცვლილი გმირების საფლავთან და ვუთხრათ, რომ მათი ბრძოლა წარმატებით დასრულდა

მე დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენ ავალთ მათ საფლავებზე და ვეტყვით, რომ თქვენი ბრძოლა და თქვენი სიკვდილი არ იყო ამაო, რომ ეს ორსაუკუნოვანი ნატვრა და ბრძოლა, ჩვენი წინაპრების გამარჯვებით დასრულდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენებისას განაცხადა.

უგულავას თქმით, გაფორმდა ორი საქართველო, სადაც ერთგან გმირებს გლოვობენ, ხოლო მეორე, რომელიც ,,ღრეობს და ტაშფანფურობს"

,,პირველ რიგში, მინდა თანავუგრძნო დაღუპული გმირების ოჯახებს დანაკარგია მათთვის, მეგობრებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დრო, როცა ჩვენ ავალთ მათ საფლავებზე და ვეტყვით, რომ თქვენი ბრძოლა და თქვენი სიკვდილი არ იყო ამაო, რომ ეს ორსაუკუნოვანი ნატვრა და ბრძოლა, ჩვენი წინაპრების გამარჯვებით დასრულდა და მათ მიიღეს, ამ გამარჯვებაში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები, შეეწირნენ იმას, რომ იომეს იქ და თავი დადეს იქ, რომ ომი აქ არ მოხდეს. სამწუხაროდ, ეს არ ესმის ამ ხელისუფლებას, ამიტომაც ვერ ვხედავთ ვერცერთ წარმომადგენელს, სამწუხაროა ეს. რაღაცნაირად, უკვე გაფორმდა ორი საქართველო, ერთი რომელიც იბრძვის, გლოვობს, თავის გმირებს ასაფლავებს, მაგრამ მაინც იბრძვის და მეორე, რომელიც ღრეობს და ტაშფანდურობს, რომელიც ვერ ხვდება, რა ხდება მის გარშემო, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში. მალე დადგება დრო, როდესაც ჩვენ გვექნება საშუალება, პრივილეგია და პატივი, მივიდეთ გარდაცვლილი, ჩვენი გმირების საფლავთან და ვუთხრათ, რომ თქვენი ბრძოლა, რომელიც ორი საუკუნეა მიდის, მათი ბრძოლით, წარმატებით დასრულდა. საქართველო მართლა იქნება თავისუფალი იმ ჯოჯოხეთისგან, რასაც რუსეთის იმპერია ჰქვია", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა