ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში ფართომასშტაბიან კიბერუსაფრთხოების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი 22-23 მარტს ფიზიკურ ფორმატში რამდენიმე სესიად ჩატარდა.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო და განვითარების სამსახურების ხელმძღვანელი ანი ჭელიშვილი განმარტავს, ორდღიანი ფორუმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის, PEU-C-E-ს, დასკვნითი ღონისძიება გახლდათ.
„ჟან მონეს აღნიშნული პროექტი BTU-ს კოორდინირებით 2020 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ 6 სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე მორგებული 3-ენოვანი საინფორმაციო, ცნობადობის ასამაღლებელი ბროშურები, ჩავატარეთ უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 2 ღონისძიება 2021 და 2022 წლებში და სპეციალური კიბერუსაფრთხოების კამპანიები თბილისში, კახეთსა და ქუთაისში. ასევე ვუმასპინძლეთ კიბერ-ჰაკათონს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის, უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენის, კიბერეთიკის მიმართულებით, ვორქშოფების და ტრენინგების გზით, ეტაპობრივად დავატრენინგეთ 1300-მდე ბენეფიციარი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,” - განმარტავს ანი ჭელიშვილი.
ფორუმის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ. მომხსენებლები წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ:
PEU-C-E – „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” ერაზმუს+ ჟან მონეს აქტივობების პროექტია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი ემსახურება ევროკავშირის ღირებულებების დაცვას და მისი მიზანია ევროპული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებში მოწყვლად ახალგაზრდა ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით.