საქართველოში დღეისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარებული აქვს 2.3 მილიონ ადამიანს, მკურნალობის სერვისით 76 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის რიგით მე-7 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს შედეგებსა და მიღწევებზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი 2016 წელს ჩამოყალიბდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2021 წელს ჩატარდა მე-2 ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელმაც აჩვენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელების 67%-ით შემცირება.

"TAG-ი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც თავმჯდომარეობს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების დირექტორი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები შემდეგი ორგანიზაციებიდან: აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ემორის უნივერსიტეტი (აშშ), ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ბერნეტის ინსტიტუტი (ავსტრალია) და ა.შ.

ჯგუფი რეგულარულად განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარე მდგომარეობას, შედეგებსა და მიღწევებს, რეკომენდაციების შესრულების სტატუსს, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს; აფასებს ჩატარებულ სამუშაოებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ.

2015 წლიდან დღემდე C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეულ იქნა დაავადებულთა აქტიური გამოვლენისა და მკურნალობის შთამბეჭდავი მასშტაბები, რამაც საბოლოოდ გავლენა იქონია C ჰეპატიტის, როგორც დაავადების საერთო ტვირთზე. საქართველოში დღეისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარებული აქვს 2.3 მილიონ ადამიანს, ხოლო მკურნალობის სერვისით ისარგებლა 76 000-ზე მეტმა პირმა. 2021 წელს ჩატარდა მე-2 ეროვნული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელმაც აჩვენა ქვეყანაში C ჰეპატიტის გავრცელების 67%-ით შემცირება. ამ ციფრების უკან დგანან ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს დიდი ძალისხმევით და ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერით სრულფასოვანი, ჯანმრთელი ცხოვრების საშუალება მიეცათ",- აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

რიგით მე-7 შეხვედრა გახსნეს CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელმა ქეროლაინ ვესტერიმ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნია, აშშ-ს ელჩის მოადგილემ საქართველოში დისიემი რაიან ჰარისმა. ასევე, კომპანიის „Gilead Sciences” ვიცე პრეზიდენტიმა ბეტი ჩანგიმ, WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო