პაატა მანჯგალაძე - შალვა პაპუაშვილის განცხადება აცდენილია საერთაშორისო რეალობას

შალვა პაპუაშვილის განცხადება აცდენილია საერთაშორისო რეალობას, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის საკითხი.

„თითქოს არაფერი ხდება საერთაშორისო ასპარეზზე. უსაფრთხოების ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება, უკრაინის დეოკუპაცია ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას, საქართველოს დეოკუპაციის უფრო მეტ შანსს და შესაძლებლობას. რუსეთის გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეექმნება პრობლემები როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის. საქართველო არ უნდა დარჩეს ამ პროცესში მარტო, უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რადგან რუსულ აგრესიას მხოლოდ ასე დავაღწევთ თავს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა