შალვა პაპუაშვილი - საერთო ღირებულებებისა და ინტერესების პატივისცემა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს საერთო ღირებულებებისა და ინტერესების პატივისცემა წარმოადგენს.

ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპს - დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. საერთო ღირებულებებისა და ინტერესების პატივისცემა წარმოადგენს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედს", - წერს პაპუაშვილი "ტვიტერზე".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა