ირაკლი ღარიბაშვილი - 5 წლის წინ მიღებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც 5 წლის წინ მიიღო საქართველომ, ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო

„დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ხუთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს იყო ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი ეფექტურად განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებამდე მიგვიყვანს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს