სერგეი ლავროვი - ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება

რუსეთი იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური მოსკოვი დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგებით, რომლითაც რუსეთის მიერ დასახული პრინციპული მიზნების მიღწევა გახდება შესაძლებელი.

„ეს უპირველეს ყოვლისა დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობების შეჩერებაა, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდება და მთელი პროგრესული დასავლური საზოგადოება ამაზე დუმს. არცერთხელ არ გამოსულა ის რაიმე კრიტიკული კომენტარით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადევნებდა თვალს, როგორ ხორციელდებოდა დონბასში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების, საბავშვო ბაღების, პოლიკლინიკებისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა“,- განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს.

„მე ვხედავ, რომ მოლაპარაკების შანსი არსებობს, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მრავალწლიანი უხეში შეცდომების დაშვების აღქმა არსებობს, თუმცა გასაგები მიზეზებით ამაზე ისინი [უკრაინელები] ხმამაღლა არ ისაუბრებენ“,- განაცხადა ლავროვმა.

ამასთანავე, ლავროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ახლა შეხვედრის გამართვა კონტრპროდუქტიული იქნება. მისი განმარტებით, ლიდერებს შორის ნებისმიერი სახის შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიმართოს, რაც ორი მხარე საკვანძო საკითხებზე პოზიციების დაახლოებას შეძლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს