დავით სერგეენკოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ ითვალისწინებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავას ეხება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ ითვალისწინებს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის პრეზიდენტის მიმართ იერიში.

„კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გადაიქცა ქვეყანა, ფაქტია, რომ საჭიროებს რიგ დაზუსტებებს. ეს ინიციატივაც ამ დაზუსტებების მწკრივის ერთ-ერთი ნაწილია და არა იერიში პრეზიდენტისადმი. საქმე იმაშია, რომ რიგ საკითხებთან მიმართებაში არ იყო მკაფიოდ გაწერილი პროცედურა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა ჩასულიყო ამა თუ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. აქამდე იმის საშუალება, რომ ვინმეს კითხვა დაესვა და განმარტება ეთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის რამდენად კონსტიტუციური იყო ესა თუ ის გადაწყვეტილება, შეზღუდული იყო. ამ ცვლილებით ეს შესაძლებლობა ჩნდება. ამას კავშირი არ აქვს იმპიჩმენტთან. ეს ცალკე პროცედურაა და ამით არც რთულდება და არც მარტივდება იმპიჩმენტი. ეს რჩება ისევ, როგორც იყო“, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, დაჩქარებული პროცედურით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გუშინ დაიწყო. ცვლილებები "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის იმ ნორმებში ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციების დავას ეხება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება არის დასაშვები. “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ