ანა ფოტიგა ჯოზეფ ბორელს - შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში?

პოლონელი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

წერილში, რომელიც ევროპარლამენტარმა საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ფოტიგა ბორელს კითხვით მიმართავს: შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში.

ამასთან ანა ფოტიგა წერილში საუბრობს, რომ მოლდოვის მაგალითზე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და მიმართვს ბორელს, „იზიარებს თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირებით ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?“.

„3 მარტს, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნით და 2003 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყველა მთავრობის ძალისხმევის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რასაც მე მივესალმები.

პრინციპში, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე არის დაფუძნებული. ამ მხრივ, შეშფოთებული ვარ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობით, რომელიც ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებებს, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან. მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, ექიმებმა და დიპლომატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს სასამართლო პროცესებთან და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წამოიწყებულია ბიძინა ივანიშვილის - რუსეთთან კავშირებითა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლის მქონე ოლიგარქის მიერ. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გარშემო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს.

1.შეესაბამება თუ არა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს გაწევრიანების პროცესში?

2.ეთანხმება თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებს და მის მომავალს ევროკავშირში? იზიარებს თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირებით ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?“, - წერია ანა ფოტიგას განცხადებაში, რომლითაც ევროპარლამტარმა ჯოზეფ ბორელს მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა