სერგეი შამბა - რუსეთთან შეერთების განწყობები არც ჩვენს პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს - ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის

„სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან ოსი ხალხის ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებთა ამ მისწრაფებას, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას, რომ „სამხრეთ ოსეთი“ მალე გადადგამს სამართლებრივ ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციასთან შესაერთებლად".

შამბა აცხადებს, რომ „ერთი ხალხის გაერთიანების სურვილში გასაკვირს ვერაფერს ხედავს". რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, დასძენს, რომ „ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს".

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენი კონსტიტუცია, კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას და საზოგადოებაში არ არსებობს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ასეთი განწყობები. ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ დამოუკიდებლობისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის რამდენიმე თაობის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენს წრეებში არ განიხილება", - აღნიშნა მან.

შამბას თქმით, მან არ იცის აფხაზეთში ისეთ პოლიტიკური ძალები, პარტიები თუ სოციალური მოძრაობები, რომლებიც დამოუკიდებლობაზე უარის იტყვიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ისიც განაცხადა, რომ აფხაზეთის ურთიერთობა მოკავშირე და სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან უნდა განვითარდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა