სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლად შექმნილი „შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე

რუსეთის აგრესიამ ვერ შეაჩერა საქართველოს ევროპისაკენ სვლა და ახლად შექმნილი „შესაძლებლობის ფანჯარა“ ევროკავშირის სწორი პასუხია ამ აგრესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონში არსებულ ვითარებას, შავი ზღვის უსაფრთხოებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიენების პროცესს, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და პატარა ქვეყნების ერთობის როლს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, რომლის ადგილიც ევროპულ ოჯახშია.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მისი დაფარვის ზონის გაფართოების მნიშვნელობას.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისათვის მნიშვნელოვანია შავი ზღვა არა კონფრონტაციის, არამედ სტაბილურობისა და კავშირის ზღვა იყოს და მასზე განხორციელდეს მსხვილი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული.

დანიის სამეფო აფასებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა