„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებიან

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებიან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებს ელოდებიან.

ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, ისინი რუსული დელეგაციის გარდა დამკვირვებლებს ელოდებიან დონბასის ოკუპირებული რესპუბლიკებიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ავსტრიიდან, ვენესუელადან, გერმანიიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ნიკარაგუადან, თურქეთიდან, ფინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთანაც დე ფაქტო უწყების განმარტებით, „მეგობრული ურთიერთობა“ ჩამოყალიბდა.

„საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში, როგორიც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებია, ცალსახად აამაღლებს მთლიანობაში რესპუბლიკის იმიჯს და მიანიჭებს დიდ ლეგიტიმურობას პოლიტიკურ პროცესებსა და ინსტიტუტებს“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს გაიმართება.