შალვა პაპუაშვილი - 2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია “ნაცმოძრაობის“ და სხვა პარტიებისთვის, ხალხი რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს

2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია “ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის, ქართველი ხალხი რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს - ჩვენ ვნახეთ, რამდენად დიდია ეს მხარდაჭერა! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ 2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები ჩატარდა, ქართველი ხალხისთვის ეს იყო შესაძლებლობა იმისა გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება, უკრაინასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით რომელი პარტიის პოლიტიკას ემხრობიან და უჭერენ მხარს.

“ჩვენ ჩვენი მოსახლეობისგან აბსოლუტურად მკაფიო პასუხი მივიღეთ, რომ აბსოლუტურად უჭერს მხარს ხელისუფლების პოლიტიკას“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა