პროკურორის განცხადებით, გაასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა არ დაუდასტურდათ

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულ პირებს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა არ დაუდასტურდათ.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება იყო ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა მათივე საქმიანობიდან გამომდინარე და ასევე დევნა. ამიტომ, პროკურორი თვლის, რომ ამ ნაწილში სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია. ამასთან, პროკურორი სასამართლოს სასჯელის ნაწილშიც არ ეთანხმება.

„მოვისმინეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და იმდენად კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ აბსოლუტურად არასწორად მიღებულ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. არც კვალიფიკაციის და არც სასჯელის ნაწილში არ ვეთანხმებით.

ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები, რომელიც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ადასტურებდა.

სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა და თქვა, რომ სასამართლო ეტაპზე ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა ვერ დადასტურდა. ბრალდების მხარე აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ, როგორც კვალიფიკაციის ისე სასჯელის ნაწილში ყველა ბრალდებულის მიმართ", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო