შალვა პაპუაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკების და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილის სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა