გიორგი გობრონიძე - რუსეთს არ შეუძლია უკრაინულ არმიას ებრძოლოს, მათ შეუძლიათ ებრძოლონ 4 წლის ბავშვებს, დაუცველ ქალებს - რუსეთის პოლიტიკური ელიტა არაფრით განსხვავდება იმ აფრიკული ელიტისგან, რომელსაც კანიბალიზმშიც ადანაშაულებდნენ

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ჩრდილოეთ კორეასთან მიმსგავსებაზე საუბარიც კი გადაჭარბებულია. დღეს რუსეთის პოლიტიკური ელიტა არაფრით განსხვავდება იმ აფრიკული ელიტისგან, რომელსაც ხშირად კანიბალიზმშიც ადანაშაულებდნენ, - ამის შესახებ "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორმა, გიორგი გობრონიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო გართულდება უკრაინაში რუსეთის მდგომარეობა, მით უფრო მეტად სასტიკი იქნება მისი უკან დახევა და ქვეყნიდან გასვლა.

„მათ არ შეუძლიათ უკრაინულ არმიას ებრძოლონ, მაგრამ შეუძლიათ ებრძოლონ 4 წლის ბავშვებს, დაუცველ ქალებს, ასევე მოხუც ქალებს, დღეს ეს არის რუსული არმიის სახე. შესაბამისად, მათი უკან დახევა ისეთივე სისხლიანი იქნება, როგორც შესვლა იყო“,-განაცხადა გობრონიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საუბრები იმაზე, რომ რამდენიმე ტიპის რუსეთი არსებობს, აბსოლუტურად გადაჭარბებულია.

„არსებობს ერთი რუსეთი, რომელსაც უნდა, იყოს ჰეგემონი იმ სივრცეში, რომელსაც მის ტერიტორიულ დანაკარგებად განიხილავს. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბალტიისპირეთის რეგიონი, ცენტრალური აზია რუსეთის მხრიდან აღქმულია, როგორც ტერიტორიული დანაკარგი, რომელიც საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ დადგა“,-განაცხადა გობრონიძემ.

მისი შეფასებით, რუსეთს უკრაინაში სტრატეგიული წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია და მას არც ტაქტიკური უპირატესობა აქვს.

„არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთმა ბოლო გამოაშკარავებული კადრებით დაკარგა ის ელემენტარული მორალური არგუმენტიც კი, რომლითაც მას შეეძლო, რაიმე ფორმით, თუნდაც თავისი მომხრეების თვალში აღნიშნული მოქმედებების ლეგიტიმაცია მოეხდინა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ რუსეთის შიგნით საინფორმაციო მანქანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმართლე რუსულ საზოგადეობამდე არ მივიდეს. არანაკლებ სამწუხარო რეალობაა ის, რომ მოქმედებები და ძალადობა რუსული საზოგადოების საგრძნობი ნაწილის მხრიდან, მათ შორის მათი მხრიდან, ვინც იცის, რა მოხდა, ერთგვარად მხარდაჭერილია და ვისმენთ შეფასებას, რომ „ომია და ომში ეს ხდება“. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ომში ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს“,-აღნიშნა გობრონიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია