POLITICO - სენატმა „ლენდ ლიზის“ პროგრამა აღადგინა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა და რომლითაც მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე შეუძლია

სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, „ლენდ-ლიზი“აღადგინა, რომელიც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას.

როგორც POLITICO წერს, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.

POLITICO-ს ცნობით, ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული ტაქტიკა ბოლოს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური კონფლიქტის დროს - მეორე მსოფლიო ომისას გამოიყენეს. მათივე ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ლიბერალური წესრიგისთვის.

მედიის ინფორმაციით, ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გაიმარჯვოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.

ოთხშაბათს საღამოს სენატის სხდომაზე მოკლე გამოსვლაში, უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ბუჩას ხოცვა-ჟლეტას "სუფთა ბოროტება" უწოდა და დასძინა, რომ რუსული ჯარები უკრაინაში "გენოციდს" ახორციელებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის