მიხაილო პოდოლიაკი - ნებისმიერი სახის დროებითი მშვიდობა მოსკოვთან არის მომავლისთვის გადადებული ომი

ნებისმიერი სახის დროებითი მშვიდობა მოსკოვთან არის მომავლისთვის გადადებული ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რომ ფრონტის ხაზებზე მათ უპირატესობა არ გააჩნიათ.

“რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ექსპანსიასა და მეზობლებთან ომს „ყიდის“, ამიტომ მაღალი რისკი ყოველთვის არსებობს, რომელიც არ გვჭირდება - ჩვენ გარანტიები გვსურს. ცეცხლის ჰუმანიტარულ შეწყვეტაზე მუდმივად ვსაუბრობთ, თუმცა რუსეთი ამაში ხელს გვიშლის. ის, რაც ბუჩაში ვიხილეთ, რუსეთის მიერ წარმოებული ომის სტილია. ისინი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან ომობენ. მათ ჯართან ომი არ იციან, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გააზრებული აქვს, რომ მათი შეიარაღებულ ძალებს დიდი დანაკარგი აქვს.

“უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში რუსეთის თანამდებობის პირები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებშიც ჩანს, რომ ისინი ძალიან ნერვიულობენ და ვერ ხვდებიან, რა ხდება. ბატონმა პესკოვმა გუშინდელ განცხადებაში გამოაჩინა, არ ესმით თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი მათთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

როგორც მან განაცხადა, უკრაინას აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ის მიჰყვება.

“რუსეთი ამას ხედავს და ხვდება, რომ ფრონტის ხაზებზე მათ უპირატესობა არ გააჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ დონბასისთვის ბრძოლა მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს”, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება