ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი - მწუხარებას გამოვთქვამთ იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ - ეს განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის გმირულ ბრძოლას

მწუხარებას გამოვთქვამთ, იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ - ეს განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის ლიდერობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და უკრაინის მთავრობათა შორის დღეს არსებული ურთიერთობის გამო.

„ამავდროულად, კმაყოფილებას იწვევს ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, გამოხატოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება