ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოებას დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-ზე მეტი თანამშრომელი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტასი“ ე.წ. სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ჩართულია „სამინისტროს“ ყველა ქვედანაყოფის თანამშრომელი, საარჩევნო უბნების შესასვლელებში ამომრჩევლებს მეტალოდეტექტორებით შეამოწმებენ, ცხინვალის ქუჩებში კი მილიციის დამატებითი ძალები იმუშავებს.

დე ფაქტო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ დღეს საარჩევნო უბნები შემოწმდება, რისთვისაც სპეციალურ ტექნიკას და ძაღლებს გამოიყენებენ, რის შემდეგადც უბნებზე მილიციის სადღეღამისო მორიგეობა დაიწყება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 10 აპრილს ჩატარების შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა გადაწყვეტილება 21 იანვარს მიიღო. ე.წ. საარჩევნო ადმინისტრაციამ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მარტს დაასრულა. კენჭისყრაში მონაწილეობენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერი ალან გაგლოევი, „დეპუტატი“ გარი მულდაროვი და ყოფილი „დეპუტატი“ დიმიტრი ტასოევი. აღსანიშნავია, რომ ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება არ მიეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა