ანატოლი ბიბილოვი - მეორე ფრონტი ვერსად გაიხსნება, რადგან თავად საქართველოსთვის ეს გახდება მესამე ფრონტი: სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის ფრონტი

ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ საქართველო არ წავა იმაზე, რომ ღია „მეორე ფრონტი“ გაუხსნას რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, თვით ამერიკის ზეწოლითაც კი, რადგან ეს გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს თბილისისთვის. ამის შესახებ ბიბილოვმა სააგანეტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ საქართველო მოექცევა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს თავად საქართველოსთვის. ვერ ვხედავ მიზეზებს, რომლითაც საქართველო გახსნის რაღაც მეორე ფრონტს. ეს, როგორც ამას დღეს ამბობენ, ნიშნავს, პირდაპირ აიღო და საკუთარ ფეხებს ესროლო ან თავში დაიხალო“, - განაცხადა ბიბილოვმა.

„მეორე ფრონტი ვერსად გაიხსნება, რადგან თავად საქართველოსთვის ეს გახდება მესამე ფრონტი: სამხრეთ ოსეთის ფრონტი, აფხაზეთის ფრონტი და რუსეთის ფრონტი. ვფიქრობ, ეს მშვენივრად ესმით“, - აცხადებს დე ფაქტო ლიდერი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა