ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნაწილი ბაკურიანში იყო შეკრებილი, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ

ეს ადამიანები [ოპოზიცია] ბაკურიანში იყვნენ შეკრებილები, რევოლუციური გეგმები დასახეს, ხელისუფლება როგორ უნდა დაამხონ, გადატრიალება როგორ უნდა მოაწყონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„პარტია „ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა. ეს ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია იყო. შესაბამისად, ამ კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ.

რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროებას - ამაზე ევროკავშირთან გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს, მთავარია როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ შორის, ფრაქციის შიგნით, განხეთქილებაა და დეპუტატების ნაწილს პარლამენტიდან გასვლა უნდა.

„30-კაციანი ფრაქცია აქვთ. დაახლოებით ნახევარს პარლამენტში დარჩენა უნდა, ნახევარს პარლამენტიდან - გასვლა, იმიტომ რომ ეს მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციაა. ასე არის გახლეჩილი ფრაქცია. ბოლომდე ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის, რადიკალებიც, იმიტომ რომ მაშინ დანარჩენი 15-ის პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ და ბუნებრივია, ამისგან თავს იკავებენ.

რომან გოცირიძე იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელსაც პარლამენტის დატოვება არ უნდა, პრივილეგიების შენარჩუნება უნდა. არის სხვა 15 კაცი, რომლებსაც ამის საპირისპირო უნდათ. ამაში რაღაცნაირად თვითონ გაერკვევიან,“ - განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს