ხატია დეკანოიძე მმართველი გუნდის განცხადებებზე - როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე - მე არ გამიგია საიდუმლო შეხვედრა ღიად სასტუმროში

როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე - მე არ გამიგია საიდუმლო შეხვედრა ღიად სასტუმროში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდში ბაკურიანში ოპოზიციის შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ზოგადად, ოპოზიცია ხშირად მართავს მსგავს შეხვედრებს, სადაც მსჯელობენ საზოგადოებასთან კომუნიკაციაზე, სტრატეგიაზე, ოპოზიციას შორის კოორდინაციაზე და ა.შ.

„არ ვიცი, ამას სერიოზულად უნდა ვუპასუხო თუ არა, მაგრამ როცა ეგზისტენციალური პრობლემა დაუდგებათ, საუბრობენ ხოლმე გადატრიალებაზე, როგორ წარმოგიდგენიათ, რაიმე სახის დაფარული შეხვედრა სასტუმროში ღიად, უამრავ ხალხთან ერთად და ამ ღია შეხვედრაზე რაიმე საიდუმლოებაზე საუბარი. ეს არის იმის ექო, ახლა რომ პრობლემა აქვთ, არ ვიცი, ვისთან აქვთ პრობლემა, რომ უკრაინაში წასვლა დაგეგმილია, მეტი გამოსავალი არ აქვთ და ახლა საუბრობენ გადატრიალებაზე,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა