დედაენის ბაღში ქართული ენის დღე აღინიშნა

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაენის ბაღში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

როგორც ანდრია ბასილაიამ აღნიშნა, სიმბოლურია, რომ დღეს იწურება თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომელსაც იგი ბოლო ერთი წელი ატარებდა.

„სასიხარულოა, რომ ტრადიციად იქცა სახელმწიფო ენის აღნიშვნა დედაენის პარკში. მოგეხსენებათ, 1978 წელს სტუდენტებმა ააგორეს ტალღა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ენის კონსტიტუციური სტატუსი. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე იწურება თბილისისთვის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი, რომელსაც იგი ბოლო ერთი წელი ატარებდა. ამან მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენი დამწერლობა და მწერლები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიიწვია დედაენის ბაღში მიმდინარე ღონისძიებებზე უფროსები და ბავშვები. დედაენის დღის ფარგლებში, ქართული გამომცემლობების მიერ მოეწყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა საჯარო საუბრები ქართულ ენასთან და 1978 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე, ბავშვებისთვის დაიგეგმა სპეციალური გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ბაღში თემატური აუდიო და ვიზუალური ინსტალაციები განთავსდა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში