საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში დღეს გაემგზავრება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ვიზიტი, რომელიც გადაწყდა საბოლოოდ, რომ განხორციელდება შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ამან სულ სხვა დატვირთვა, წონა შეიძინა, შესაბამისად, სულ სხვა შედეგებსაც ველით. პირდაპირი ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარებს შორის იქნება ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრ „ფეიკ ინფორმაციას“ გამოეცლება საფუძველი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ იმ ნიშნულიდან გვექნება ურთიერთობა, რა ნიშნულზეც ყოველთვის იყო ეს ორი მეგობრული ქვეყანა,"- განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ისაუბროს დღის წესრიგზე, მარშრუტზე ან კონკრეტულ დროზე. თუმცა, კითხვაზე, გადაწყვეტილია თუ არა, რომ ვიზიტი დღეს გაიმართება, ოდიშარია პასუხობს, რომ გადაწყვეტილია.

დელეგაციის წევრები გამგზავრებასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში არიან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

მასთან ერთად კიევში მიდიან უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა