ანა ნაცვლიშვილი - დღეს მსოფლიოში თუ ვინმეს აქვს წითელი ხაზების დაწესების უფლება, ეს უკრაინელი ხალხია და მათი წარმომადგენელი, რადას სპიკერი საქართველოდან ელის საპარლამენტო დელეგაციას

მიმაჩნია, რომ დღეს მსოფლიოში თუ ვინმეს აქვს წითელი ხაზების დაწესების უფლება, ეს არის უკრაინელი ხალხი და მათი წარმომადგენელი, რადას სპიკერი საქართველოდან ელის საპარლამენტო დელეგაციას, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენელთა ნაწილის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად მიდის უკრაინაში.

მისივე თქმით, იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება მსგავსი საკითხების გარჩევა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი შემადგენელი არ უნდა იყოს.

„მიმაჩნია, რომ იმ დაძაბულობისა და უსიამოვნების შემდეგ, რაც წინ უძღოდა ამ ვიზიტს და 2 ქვეყანას შორის ურთიერთობას, მნიშვნელოვანია, ეს ვიზიტი შედგეს და საქართველო არ იყოს წარმოდგენილი ერთპარტიულად, რადგან ეს ქვეყანა არ ეკუთვნის რომელიმე, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც მწვავე განსხვავების მიუხედავად, გაერთიანებული ვართ უკრაინის საკითხის ირგვლივ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რაც "ლელომ" და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, არის სწორი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი