ილია დარჩიაშვილი - საქართველო ძალიან სწრაფად, ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს

ვფიქრობთ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად, ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმები და რა მიმართულებით.

როგორც მან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე განაცხადა, რეფორმების გატარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმების გატარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარების პროცესში შესაბამისი აქტიურობით, გაწეული ძალისხმევით გამოირჩევა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად, ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული რეფორმების გეგმა გვაძლევს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ აღნიშნული კითხვარი მოვამზადოთ და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გადავაგზავნოთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა