ირაკლი ნადირაძე - არ თქვეს, რომ საბურავები მიჰქონდათ თვითმფრინავითო? არ ვიცი ვოლსკიმ რა სიზმარი ნახა, მაგრამ მსგავსი სულელური განცხადებები ბევრი გვინახავს - მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო

მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის გია ვოლსკის ნანახი ცუდი სიზმარი, - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებას, რომლის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას საპარლამენტო დელეგაციაში.

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დაგვიანებულია და კარგია, რომ უკრაინაში ჩასვლა ახლა მაინც გადაწყვიტეს, თუმცა ეს მხოლოდ საერთაშორისო მეგობრების მკაცრი ტონის შემდეგ მოხდა.

,,არ თქვა რომ საბურავები მიჰქონდათ თვითმფრინავითო?,,ნაციონალური მოძრაობის ოფისში” რომ ჰქონდათ დასაწყობებულიო? სისულელეა, არ ვიცი გია ვოლსკიმ რა სიზმარი ნახა, მაგრამ მსგავსი სულელური, არასერიოზული განცხადებები მისგან და ,,ქართული ოცნების” ლიდერებისაგან ბევრი გვინახავს, ეს არის გამოგონილი ბრალდება. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ,,ქართული ოცნება” გამოვაფხიზლოთ. მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო, თვითონ თუ რაიმე პროვოკაციას გეგმავენ არ ვიცი, ეს არის მისი ნანახი ცუდი სიზმარი.

ჩვენ არ გვინდა მოღალატე ხელისუფლებასთან ერთად წარვდგეთ ჩვენი მეგობრების წინაშე. ამის სურვილიც არ ჰქონდათ და ვერ გაბედეს 50 დღე რუსეთი, როგორც აგრესორი ეხსენებინათ. მათი ვიზიტი არის დაგვიანებული, კარგია, რომ ეს ახლა მაინც გადაწყვიტეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მკაცრი ტონის შემდეგ. ჩვენ აუცილებლად წავალთ, ჩასულები ვიყავით და კიდევ წავალთ”, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა