საქართველოს რკინიგზის ცნობით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი - ფოთი - თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/. სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში,საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"