ირაკლი ქადაგიშვილი - თვითონ უკრაინულ მხარესაც აღარ ექნება სურვილი, სააკაშვილის თემაზე შეკითხვა დასვას

როცა ხედავენ, რომ არჩევნების გზით შედეგს ვერ დებენ, ეწყებათ დამანგრეველი, მანკიერი ნაბიჯების გადადგმის სურვილი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ბაკურიანში შეკრებასა და ტრენინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად საქმე გვაქვს პროვოკაციების დაგეგმვასთან და ეს პროვოკაციები ადვილია, რადგან ქვეყანა „ძალიან დემოკრატიულია და კანონმდებლობა ლიბერალური“.

„ჩვენი დღევანდელი ყოფა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ჩვენი პოლიტიკური პრაქტიკა თუ 0.5%-ით მაინც არის ტოტალიტარულ რეჟიმთან კავშირში, მაშინ მე გავამართლებდი ამ ტრენინგს, აქ საქმე გვაქვს პროვოკაციების დაგეგმვასთან. ეს პროვოკაციები ადვილია ხოლმე, იმიტომ, რომ როცა ქვეყანა ძალიან დემოკრატიული, კონონმდებლობა, მედია ყველაფერი საკმაოდ ლიბერალურია, გახსნილია, ადამიანის სიტყვის, აზრის, გამოხატვის-მიტინგის მოწყობა უადვილესია. როცა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, უამრავი ბერკეტი გაქვს ტელევიზიებიდან დაწყებული არასამთავრობოებით დამთავრებული, ფინანსური წყაროებით უზრუნველყოფილი ხარ, აქ ხომ ავტორიტარიზმზე და ტოტალიტარიზმზე საუბარიც კი არა რის. ეს არის პროვოკაციების ჯაჭვი, რომელმაც უნდა მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია, ამ ვითარებაში ისინი ფიქრობენ, რომ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა.

როცა ხედავენ, რომ არჩევნების გზით შედეგს ვერ დებენ, ეწყებათ დამანგრეველი, მანკიერი ნაბიჯების გადადგმის სურვილი”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი გადაცემაში უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს საუბარი იქნება საერთო მიზნებზე: „საუბარი უნდა შეეხოს იმ საერთო მიზნებს, რომელიც ეხება ომის დაწყებას, მშვიდობას და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საერთო ძალისხმევის გაწევას. ეს იქნება მთავარი ლაიტმოტივი ამ ვიზიტისა“.

ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი პასუხობს: „მე ვფიქრობ, რომ თვითონ უკრაინულ მხარესაც აღარ ექნება დიდი სურვილი, რომ რამე შეკითხვა დასვას ამ თემაზე“.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი