კიევსა და ლვოვში აფეთქებები მოხდა

კიევში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ გვერდზე გაავრცელა. მერის განმარტებით, რუსული სამხედრო ძალის თავდასხმა დარნიცკის რაიონზე განხორციელდა.

როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მუშაობენ მაშველები.

აფეთქების ხმა ასევე გაისმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვში. გუბერნატორ მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმა ქალაქ ლვოვზე ადგილობრივი დროით 05:46 -დან 07:02 საათის პერიოდში განხორციელდა. გუბერნატორის თქმით, ლვოვში ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. მას არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ობიექტზე განხორციელდა დარტყმა და მოჰყვა თუ არა ამას მსხვერპლი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა