ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს

სვის კაპიტალი აგრძელებს ციფრული ფინანსური პლატფორმა Scapp-ის განვითარებას და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას – ვალუტის ონლაინ გაცვლის ფუნქციონალს სთავაზობს.

ახლა უკვე Scapp-ით 100,000 ლარამდე თანხის კონვერტაციას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, უსაფრთხოდ და მარტივად შეძლებთ.

Scapp-ის ვალუტის გაცვლის სერვისი განსაკუთრებით გამოგადგებათ, როცა დიდი თანხის კონვერტაცია გჭირდებათ – მაგალითად, უძრავი ქონების ან ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის, ინვესტირების თუ საერთაშორისო გადარიცხვის დროს. Scapp გაძლევთ შესაძლებლობას, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ერთი ტრანზაქციით გაცვალოთ ვალუტა მომგებიანი კურსით – ლარში, დოლარსა და ევროში.

რას გთავაზობთ Scapp-ის ვალუტის კონვერტაციის ციფრული სერვისი?

  • მაღალი ლიმიტი: 100,000 ლარამდე თანხის გაცვლა ერთ ოპერაციაში
  • კონკურენტული გაცვლითი კურსები: გაცვლა საუკეთესო კურსით, სხვა ონლაინ პლატფორმებთან თუ ე.წ. ჯიხურის კურსთან შედარებით
  • სწრაფი კონვერტაცია: ვალუტის გაცვლა წუთებში — სახლიდან გაუსვლელად
  • უსაფრთხო გარემო: ოპერაციები სრულდება ციფრული უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტითა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით
  • მარტივი ინტერფეისი: აპლიკაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ციფრული გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის

ვისთვის არის სკაპი განსაკუთრებით მოსახერხებელი?

Scapp იდეალურია მათთვის, ვისაც სჭირდება მარტივი გზა მსხვილი სავალუტო ოპერაციების შესასრულებლად – ხელსაყრელი გაცვლითი კურსით, უსაფრთხო ციფრულ გარემოში, ნაღდი ფულის ტარებასთან დაკავშირებული რისკებისა და ხარჯების გარეშე.

ფინანსური სერვისების 15-წლიანი გამოცდილება

სვის კაპიტალი უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და ასოცირდება სანდო, მოქნილ და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებასთან. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორგანიზაცია ბოლო წლებში ავითარებს ციფრულ ფინანსურ ეკოსისტემას. ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ვითარდება მობილური აპლიკაცია სკაპიც, როგორც სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის შექმნილი მრავალფუნქციური პლატფორმა.

ვალუტის გაცვლის პროდუქტის დამატება უფრო აძლიერებს Scapp-ს, როგორც მრავალფუნქციურ ციფრულ ფინანსურ პლატფორმას თანამედროვე მომხმარებლებისთვის.

საიდან დაიწყოთ?

Scapp ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ისე Play Store-ში. 👉 ჩამოტვირთეთ Scapp და დაიწყეთ ვალუტის მარტივი გაცვლა ყოველდღიური თუ საქმიანი საჭიროებებისთვის! სერვისი ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 10:00-დან 22:00-მდე.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს