ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს

არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი, თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი იარაღი.

”ესა თუ ის ქვეყანა აცხადებს: თუ იქნება გამოყენებული [ბირთვული იარაღი], მაშინ ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი პროვოკაციაა. არ არის საჭირო რუსეთის ლოდინი, თუ როდის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - მსოფლიო ამისთვის ახლა უნდა მოემზადოს. მოემზადეთ სხვადასხვა გზებით, არა მხოლოდ ანტიდოტებით ან თავშესაფრებით. თქვენ მათ [რუსებს] უნდა ესაუბროთ და ზეწოლა განახორციელოთ ისე, რომ არც კი იფიქრონ ამაზე. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი იარაღი, ამაში დარწმუნებული ვარ და მათი ნდობა არ შეიძლება... ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება