ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თუ იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის რეკომენდაციას გასცემს, უწყება განიხილავს და საბოლოო პასუხზე შეჯერდებიან.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხედავს თუ არა კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის საჭიროებას.

"ბოლო ერთ თვეზე მეტია ვაკვირდებით, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვნად დასტაბილურდა. ბოლო რამდენიმე კვირაა მინიმუმამდეა დაყვანილი შემთხვევების რაოდენობა, ასევე გარდაცვალებაც მკვეთრად შემცირდა. იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ამა თუ იმ ვირუსის შტამის მიმდინარეობას, თუ საბჭოდან იქნება ამის რეკომენდაცია, სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერ ასეთი რეკომენდაცია არ არის“, - აღნიშნავს მინისტრი.

ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭო კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზის შესახებ იმსჯელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი რეკომენდაციები აქვს, რასაც იმუნიზაციის საბჭოზე გააჟღერებენ. ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მალე გაიმართება, სადაც განისაზღვრება, თუ ვინ რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის მეოთხე დოზა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს