ბერდია სიჭინავა - სენაკში „ოცნების“ მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი და „პროცედურული ომი“ მოქალაქეების არჩევანის შესაცვლელად გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში „ოცნების“ მიერ შექმნილი ხელოვნური კრიზისი და „პროცედურული ომი“ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მათი არჩევანის შესაცვლელად გრძელდება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განმარტებით, ხელისუფლება სასამართლო სისტემას საკუთარ ინსტრუმენტად იყენებს.

ბერდია სიჭინავა „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, მორიგი უკანონობა და დანაშაული არ ჩაიდიონ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი აქვს გაკეთებული.

„ოცნება“ ინსტრუმენტად იყენებს სასამართლო სისტემას, რომელიც არაბუნებრივად აჭიანურებს საქმის განხილვას და ჯერ პროცესიც კი არ ჩაუნიშნავს, მაშინ, როდესაც ამ სასამართლოს, თავისი არსებობის მანძილზე, პრაქტიკაში ასეთი მნიშვნელოვანი საქმე გადასაწყვეტად, ალბათ, არ ჰქონია, რადგან საქმე ეხება ათასობით ადამიანის კონსტიტუციური უფლების და შესაძლებლობის რეალიზებას - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შესახებ, რაც მოსარჩელეთა (ოცნების წარმომადგენლების) უპასუხისმგებლო ქმედებებით დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და რასაც პირდაპირ უწყობს ხელს სასამართლო სისტემა.

ამ საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურება პირდაპირ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარების მიზანს და მოქალაქეთა არჩევანის ხელოვნურად ცვლილებაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ დაეკისრება სასამართლო სისტემას.

აქვე „ოცნების“ წარმომადგენლებმა რომ გაითვალისწინოთ, არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ახალი არჩევნების ჩატარებას, ვერ ექნება, თუნდაც სასამართლო განხილვა გაგრძელდეს თვეების განმავლობაში.

იმედი მაქვს, ხელი არ წაგიცდებათ მორიგ უკანონობასა და დანაშაულზე, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი გვაქვს გაკეთებული და ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებას, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის ძირითად პრინციპებს ეფუძნება“, - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი