გიგა ბოკერია - რუსეთის ხელახალი სისასტიკისა და უკრაინელი ხალხის ამ გმირული ბრძოლის ფონზე, გვაქვს შანსი, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიქციოთ, თუმცა ამას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეროვნული ინტერესი გააჩნია

რუსეთის ხელახალი სისასტიკისა და უკრაინელი ხალხის ამ გმირული ბრძოლის ფონზე, ჩვენ გვაქვს შანსი რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიქციოთ, თუმცა ამას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ეროვნული ინტერესი გააჩნია, ჩვენ კი ასეთი არ გვყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ საკითხების ირგვლივ აფხაზთა კრებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

„ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ დიდი ხანია აქვს თანამშრომლობა აფხაზთა კრებასთან, რომელიც არის მაგალითი როგორი უნდა იყოს ინტერესთა ჯგუფი ქვეყანაში და ისინი ხშირად აკეთებდნენ იმ საქმეს, რასაც წესით უნდა აკეთებდეს ე.წ. დღევანდელი სტრუქტურა, ლეგიტიმური ხელისუფლება დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა საქართველოს შემადგენლობაში.

ახლა, უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიისას, ტრაგიკული მოვლენების დროს, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისას, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთხელ შესაძლებლობა და მე ვიტყოდი ვალდებულება, რომ მთელს თავისუფალ სამყაროს დავანახოთ ხელახლა, მკაფიოდ და უკეთესად ყველა ის მაგალითი ბოროტების იმპერიის, რუსეთის სისასტიკის, რომელიც საქართველომ გადაიტანა 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2008 წლის და შემდგომი წლების განმავლობაში. ის, რაც აქამდე საერთაშორისო თვალსაზრისით უფრო რთული იყო წინ წამოსაწევად, უკრაინელი ხალხის ამ გმირული ბრძოლის ფონზე, ამ ხელახალი სისასტიკის ფონზე პუტინის ბოროტების იმპერიის მხრიდან, არის შესაძლებელი, რომ იქნას ყურადღების ცენტრში მოქცეული საერთაშორისო თანამეგობრობისა და კონკრეტულად საერთაშორისო ტრიბუნალების. ოღონდ ამისთვის მუშაობას, რა თქმა უნდა, სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ეროვნული ამოცანა გააჩნია. ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც ეს ეროვნული ამოცანა გააჩნია. მიუხედავად ამისა და მანამ, ვიდრე ჩვენ ამ მთავრობის შეცვლას მოვახერხებთ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ნაბიჯები ახლაც გადავდგათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ ყურადღების ფოკუსირებისთვის იმ დანაშაულებზე, რაც ჩადენილი აქვს რუსეთის იმპერიას საქართველოს ტერიტორიაზე მთელი ამ წლების განმავლობაში და რა ნაბიჯებსაც დღეს უნდა ვითხოვდეთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, როცა ხელისუფლება შეიცვლება რა ნაბიჯებს უნდა მივაღწიოთ იმისთვის, რომ დამნაშავეები იქნან დასჯილნი. ამ მთელ წყებაზე საკითხებისა გვქონდა დღეს პირველი შეხვედრა ამ კუთხით აფხაზთა კრებასთან და ჩამოვწერეთ მიმართულებები, რა მიმართულებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება საჯარო ღონისძიებები და საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ იმავე მიმართულებით რა ფორმითაც ჩატარდა „ევროპული საქართველოს“ აქცია რუსთაველზე, რითაც ჩვენ ვცდილობთ, რომ აქამდე არასტანდარტული ფორმით მივიპყროთ როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ყურადღება, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ფოკუსის დაბრუნებაზე. ასეთი ფორმით ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა აფხაზთა კრებასთან, ყველა ამ პრობლემაზე, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას არ აღელვებს და პირიქით მიჩქმალვითაა დაკავებული,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი