ხატია დეკანოიძე - არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს, არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება

არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილი, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს, არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია სხვა ქვეყნების მსგავსად სანქციები კონკრეტულ პირებს დაუწესოს, მაგალითად, დუმას დეპუტატებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს- წრეების წარმომადგენლებს, ასევე რუსეთის მხრიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეებს.

„ჩვენ სანქციებზე ნაწილობრივ მიერთებული ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მიუერთდეთ სანქციებს, მაგალითად როგორიც არის კონკრეტულ პირებზე სანქციების დადება, მაგალითად, დუმას ყველა დეპუტატზე, ადამიანები, ვინც მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხრიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებზე, ეს არის მრავალმხრივი სანქციები შესაბამისად, აქ საუბარია იმაზე, რომ ასეთი სანქციების დაწესება, შესაძლებელია. ამიტომ მე არ მესმის, რატომ ამბობს პაპუაშვილის, რომ ახალი სანქციების რესურსი არ არსებობს, არსებობს და ჩვენ ამაზე კანონპროექტი გვექნება. რაც შეეხება დეზინფორმაციას, უკრაინამ აკრძალა დიდი ხანია არხები, რომლებიც ავრცელებენ რუსულ პროპაგანდას, ჩვენ საქართველოში არ გაგვაჩნია პოლიტიკა მაგალითად, "ალტ- ინფოსთან" დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება, არ გვაქვს პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროპაგანდა და ჰიბრიდული ომის ნაწილი უნდა შემცირდეს საქართველოს ტერიტორიაზე, სამწუხაროა, ხშირად ხელისუფლების მხრიდან ხდება ხოლმე ასეთი პროპაგანდისტული, ჰიბრიდული ომის ხელშემწყობი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რას გვთხოვენ უკრაინელი კოლეგები.

გენოციდს რაც შეეხება, მას უნდა მიეცეს რა თქმა უნდა სამართლებრივი შეფასება, როგორც ბაიდენმა განაცხადა გენოციდზე და სამართლებრივ ნაწილზე მალე უწყებები დაიწყებენ მუშაობას, ამიტომ პრინციპულია, რომ საქართველოს პარლამენტში და ზოგადად სახელმწიფოში, ჩვენი პოზიცია იყოს საკანონმდებლო კუთხით გამაგრებული, რომ ის რაც ხდება უკრაინაში, ეს არის გენოციდი,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მან პოზიტიურად შეაფასა საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ჩასვლაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობით გაგრძელდეს.

„ჩემი ერთადერთი შეფასება რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ კარგია, როცა პარლამენტის წარმომადგენლობა ჩადის უკრაინაში, კარგი იქნება თუ ეს ვიზიტი აისახება ორმხრივ თანამშრომლობაში და არ აისახება იმაში, რაც სამწუხაროდ დღეს ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო