გიორგი ვაშაძე - საჭიროა ადმინისტრაციული აქტების შექმნა და საკანონმდებლო პაკეტების მიღება, რომელთა საფუძველზეც ვიტყვით, რომ სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით ვერ გაივლის - დღეს ეს აკრძალული არ არის

საჭიროა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტების შექმნა და საკანონმდებლო პაკეტების მიღება, რომელთა საფუძველზეც ვიტყვით, რომ სანქცირებული პროდუქცია საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით ვერ გაივლის - დღეს ეს აკრძალული არ არის! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, საქართველოში ფინანსური სანქციები ავტომატურად მოქმედებს და ეროვნული ბანკი ამის ნაწილია, მაგრამ ავტომატურად არ მოქმედებს ეკონომიკური და სხვა ტიპის სანქციები.

“საქართველოს გავლით რუსეთში არც ერთი პროდუქციის ტრანზიტი არანაირი ადმინისტრაციული აქტით შეზღუდული არ არის“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის