ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას რუსული გაზი არ სჭირდება, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე აპირებს მხარი დაუჭიროს რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას. ემანუელ მაკრონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი მისი ინიციატივით არ გადადებულა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება