რუსულმა ხომალდებმა შავ ზღვაში უკრაინის სანაპიროდან 200 კილომეტრში გადაინაცვლეს

რუსულმა სარაკეტო და სადესანტო ხომალდებმა შავ ზღვაში სანაპიროდან თითქმის 200 კილომეტრის დაშორებით გადაინაცვლეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" იტყობინება.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, რჩება ნავიგაციის ბლოკირებისა და სარაკეტო დარტყმის განხორციელების საფრთხე.

„სამხრეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები უპირისპირდებიან მტრის ყველა ქმედებას დაწყებული სამხედრო შეტაკებებით, დამთავრებული დივერსიული მოქმედებების გამოვლენითა და შეჩერებით,“- აცხადებენ სარდლობაში.

შეგახსენებთ, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ცნობით, 18 აპრილს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქის ოლექსანდრივკას რაიონში რუსული ძალების შეტევა მოიგერიეს და 28 რუსი ჯარისკაცი და 5 ერთეული რუსული ტექნიკა გაანადგურეს.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს