გიორგი ვაშაძე - იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხი დაიხუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი შეიქმნას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საჯაროდ ამბობს, რომ არ დაუშვებს საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ეს რომ გარანტირებული იყოს, სპეციალური ნორმების არსებობაა საჭირო.

„პაკეტით გაწერილი უნდა იყოს, როგორ ვკრძალავთ საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს. საქართველოში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი ნორმა, რომლითაც აკრძალული იქნება აკრძალული პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს გავლით რუსეთში. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით მოიხსნას, აუცილებელია შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, მესაზღვრემ, საჯარო მოხელემ, პოლიციელმა იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული, გამოვლენის შემთხვევაში, რა რეაგირებას ახდენს შესაბამისი ორგანოები, რომ დასავლეთის პარტნიორობის მყარი სტატუსი შეინარჩუნოს საქართველომ და კითხვები არ არსებობდეს. რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, რადგან გზა ამისკენ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა