ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით

ქართულ ოცნებასა“ და სუს-ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი, რაზეც ხაბეიშვილმა ისაუბრა, ბაკურიანის საიდუმლო შეკრების გაგრძელებაა.

დეკანოიძე აცხადებს, რომ შეხვედრა საიდუმლო ხასიათის არ ყოფილა და მასზე სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობდნენ.

„გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიძლება რაიმე საიდუმლო შეხვედრა დაიგეგმოს სასტუმროში, სადაც მონაწილეების გარდა არის კიდევ 200 ადამიანი. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებასა“ და სუს- ში ძალიან ბევრი ცდილობს, განსაკუთრებული ჯეიმს ბონდი იყოს, მაგრამ ეს არ გამოსდით. ასეთი შეხვედრები სულ ტარდება ოპოზიციაში, თუნდაც, მედიის წარმომადგენლებთან, მოხარული ვიქნები, მედიის წარმომადგენლები ვიხილო სტრატეგიულ შეხვედრაზე, რაც გულისხმობს როგორი უნდა იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი. მსჯელობა ამ შეხვედრაზე იყო სტრატეგიულ საკითხებზე, კიდევ გვექნება ასეთი მსჯელობა, მათ შორის, იცით, ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. რაც შეეხება პიტერ აკერმანს, ყველას მოვუწოდებ, მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებს, ალბათ, არ იციან, ეს ადამიანი ვინ არის, „დაგუგლონ“ და გაიგონ. არ მგონია, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა იცოდეს, ვინ არის პიტერ აკერმანი, ფლეტჩერის სკოლა არ ვიცი „ქართულ ოცნებას“ გაუგია თუ არა, მაგრამ მათ შეუძლია ამ სკოლის ბორტში შეამოწმონ,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს და აღნიშნა, რომ ვადამდელო არჩევნების მოთხოვნა არსად წასულა დღის წესრიგიდან და კვლავ დგას, ხოლო ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს თავის მოსაზრების გაჟღერების უფლება აქვს.

"პროტესტი არის ფორმა დემოკრატიის , რომელიც ქვეყანაში გამოხატვას უზრუნველყოფს. ყველა ვთანხმდებუთ, რომ ხელისუფლების ცვლილება არის აუცილებელი. ამას ჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კონპონენტი: ოპოზიციის სერიოზული ერთობა, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ერთ პარტიულ სიაში მოვთავსდეთ ან ყველას ერთი წაემოდგენები გვქონდეს, ეს ნიშნავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს არჩევმების შემდგომ ახალი კოალიციური ერთიანიაბა, ეს ეხება ევროინტეგეაციას, კანონის უზენაესობას, ინსტიტუციურ განვითარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტია ჩვენთვის მოქალაქეებს ვაჩვენოთ მოქალაქეებს, რომ არსებობს ალტერნატივა და მზად ვართ კოორდინაციისთვის,"-განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი