არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის დელეგაციამ, საკუთარი ქვეყნის სახელით, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული მხარე ამ ურთიერთობებს ძალიან აფასებს.

„ვისაუბრეთ დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში წლების და ათწლეულების განმავლობაში არსებობს. ეს, პირველ რიგში, არის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა. საქართველომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და მომავალშიც შეიტანს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე პარლამენტებს შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი რეგიონში საქართველოსთვის ერთ-ერთ ძლიერ მოკავშირედ რჩება", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: ლევან იოსელიანი, ირაკლი კოვზანაძე, სავალან მირზოევი, ელისო ბოლქვაძე, ქეთევან დუმბაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა