ალექსი არესტოვიჩი - ჩვენმა სამხედროებმა ბევრი „საინტერესო პერსონაჟი“ დაატყვევეს - მათ შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა უკრაინელი ტყვე გაცვალოს. ჩვენმა სამხედროებმა ბევრი „საინტერესო პერსონაჟი“ დაატყვევეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, ძალიან ღირებულები, რომლებსაც თითოს 50-80 ადამიანში გაგვიცვლიან“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მან დაკავებულების ვინაობა არ დაასახელა, მაგრამ მიანიშნა, რომ მათ შორის არიან ოფიცრები, მაღალი რანგის სამხედროების ნათესავები და პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს და 76 უკრაინელი სახლებში დაბრუნდა.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!